LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს – ვორონოვის ცხედარი მისსავე აგარაკზე, აუზში იპოვეს

93
gazprom iuri 3

რუსეთში კიდევ ერთი ბიზნესმენი გარდაიცვალა. ლოგისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარაკზე, აუზში იპოვეს. მას თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი, გვერდით კი ტრავმატული იარაღი იდო. ჯერჯერობით, უცნობია ვის ეკუთვნის აღნიშნული იარაღი.

„გაზპრომბანკის“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა სავარაუდოდ, ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

კომპანია „ასტრა-შიპინგი“, რომლის გენდირექტორიც ვორონოვი გახლდათ, რუსეთის ტრანსნაციონალური ენერგოკომპანიის, „გაზპრომის“ ერთ-ერთი კონტრაქტორს წარმოადგენს, რომელიც დაკვეთებს არქტიკაში ასრულებს.

ბიზნესმენის მეუღლე ჰყვება, რომ ლენინგრადის ოლქში ვორონოვი 1 ივლისს გაემგზავრა, თუმცა წასვლამდე მას საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტი მოუვიდა.

აღსანიშნავია, რომ ნახევარწელიწადში ეს „გაზპრომის“ უკვე მე-5 ტოპმენეჯერია, რომელიც გარდაიცვალა.

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, ვორონოვის გვამი და პისტოლეტი აუზში იპოვეს. ბიზნესმენს თავის არეში აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, ვორონოვმა თავი მოიკლა. რუსული მედია წერს, რომ 2020-2021 წლებში კომპანია „ასტრა-შიპინგ“-ის დანაკარგი 160 მილიონი რუბლი იყო.

 

 

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში რამდენიმე მილიონერი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.  2022 წლის იანვარში, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მკვდარი იპოვეს „გაზპრომ-ინვესტ“-ის ხელმძღვანელი ლეონიდ შულმანი, ხოლო თებერვალში – „გაზპრომ“-ის ერთიანი საგადასახადო ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ტულიაკოვი. ოფიციალური ვერსიით, ორივე მათგანმა თავი მოიკლა. 2022 წლის აპრილში, მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს „გაზპრომბანკ“-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაევის და მისი ცოლის და ქალიშვილის ცხედრები.

გამოძიების ვერსიით, გაბანკროტების ზღვარზე მყოფმა ავაევმა ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები