რუსეთში, ბრიანსკის გიმნაზიაში მერვე კლასის მოსწავლემ თანაკლასელებს სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა.
გამოცემა TACC-ის წყაროს ცნობით, გოგონამ საკლასო ოთახში შესვლისთანავე დაიწყო სროლა.
„დღეს პოლიციამ მიიღო შეტყობინება ქალაქ ბრაიანსკში #5 გიმნაზიაში სროლის შესახებ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ პოლიციელები. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ გიმნაზიის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღი შეიტანა და რამდენჯერმე გაისროლა.
შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ გოგონამ თავი მოიკლა,“ – აცხადებენ რუსეთის შსს-ში ბრაიანსკის ოლქში.
სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ სროლის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. ერთი მათგანი რეანიმაციაშია გადაყვანილი.
გამომძიებლების ვერსიით, სროლის მიზეზად სკოლელებს შორის კონფლიქტი განიხილება.