LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში საბძოლო მასალების საცავი იწვის

105
BeFunky-collage (12)

ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან საბძოლო მასალების საცავი იწვის. ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორი ამბობს, რომ ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა.

მისივე თქმით, არ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ამას გარდა, რუსული მედია წერს, რომ ბელგოროდის ოლქის სოფლის მიმართულებით 24 თებერვლიდან არაერთხელ გაიხსნა ცეცხლი უკრაინის მხრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები