იტალიური კინოს ლეგენდა, ორნელა მუტი რუსეთში იმყოფებოდა, სადაც თავისი ახალი ფილმი-სპექტაკლი წარადგინა.
მსახიობმა რამდენიმე ინტერვიუში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, 68 წლის მუტის ჰკითხეს, ცნობილი რუსი მამაკაცებიდან, რომელი იქნებოდა მისი რჩეული.
შეთავაზებულ ვერსიებს შორის იყვნენ ფილიპ კირკოროვი, ნიკოლაი ბასკოვი, დმიტრი ნაგიევი და სხვები. ორნელამ საკუთარი ავტოგრაფი ფილიპ კირკოროვის პოსტერზე დატოვა და თქვა, რომ ამ ვერსიებს შორის, ყველაზე მეტად, კირკოროვი მოეწონა.
ორნელა მუტი რუსულს სწავლობს და მოსკოვში სპექტაკლისთვის ემზადება – რას ჰყვება 68 წლის მსახიობი