„რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრიორიტეტები არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოების გარანტიები და რეალური დაცვა უკრაინისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „მშვიდობისთვის მოლაპარაკება რუსულ დელეგაციასთან გრძელდება“.
„მინდა, ყველამ მომისმინოს, ყველა მოქალაქემ. მოლაპარაკება გრძელდება უკრაინისთვის. ჩემი პრიორიტეტები არის ცხადი – ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გარანტიები და რეალური დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის. დიდება ჩვენს გმირებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.