უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი უცხოურ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „რუსეთთან მოლაპარაკების პროცესმა კონსტრუქციული დიალოგის ნიშნები შეიძინა“. მისივე განმარტებით, ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინა საკუთარი ტერიტორიის არც ერთ სანტიმეტრს არ დათმობს.
„თუ რუსეთი იწყებდა ულტიმატუმების ენით, ახლა არის დიალოგი, რთული, მაგრამ დიალოგი.
ზელენსკი 2014 წელს რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ჩვენ ყირიმს არ დავკარგავდით, რადგან ეს ყველაფერი ერთნაირად იწყებოდა – მაშინაც და ახლაც“, – განაცხადა ერმაკმა.