LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ბიზნესმენი 1 მილიონ დოლარს გადაუხდის მას, ვინც ვლადიმირ პუტინს დაიჭერს

182
1

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე კონანიხინი ვლადიმირ პუტინის დასაჭერად ჯილდოს აწესებს.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ის, ვინც პუტინს დაიჭერს 1 მილიონ დოლარს მიიღებს. 

ის რუსეთის სამხედრო ოფიცრებს მოუწოდებს, პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ.

ჯონსონი: 38-მა ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის გამო, საერთაშორისო სასამართლოს მიმართა – პუტინი მსგავსი საზარელი ქმედებების ჩადენას დაუსჯელად ვერ შეძლებს

ბიზნესმენმა დაპირების შესახებ სოციალურ მედია “ლინკდინზე” გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა და გადაწყვეტილებას უწოდა “მორალური მოვალეობა”, რომელიც უბიძგებს  მიიღოს ზომები და დაეხმაროს უკრაინას არაპროვოცირებული თავდასხმის შემდეგ.

“გპირდებით, რომ გადავუხდი 1 მილიონ დოლარს ოფიცრებს, რომლებიც თავიანთი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებისას დააპატიმრებენ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობით.

პუტინი არ არის რუსეთის პრეზიდენტი, რადგან ის ხელისუფლებაში მოვიდა ქვეყანაში მრავალსართულიანი სახლების აფეთქების სპეცოპერაციის შედეგად, შემდეგ კი დაარღვია კონსტიტუცია თავისუფალი არჩევნების წართმევით და და ოპონენტების მკვლელობებით.

მე გავაგრძელებ უკრაინის დახმარებას მის გმირულ ძალისხმევაში – გაუძლოს პუტინის ურდოს შემოტევას”, – აცხადებს ბიზნესმენი.

გაერომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს – ვინ არ მისცა ხმა

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g