LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ჰაკერები გერმანიის სამთავრობო დაწესებულებების ვებგვერდებს თავს დაესხნენ

144
BeFunky-collage - 2023-01-27T004616.446

რუსი ჰაკერები გერმანიის სამთავრობო დაწესებულებების ვებგვერდებს თავს დაესხნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს ფაქტი უკრაინისთვის Leoprad-2-ის მიწოდების გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა.

ცნობილია, რომ Killnet ჯგუფის ჰაკერები, როგორც წესი, თავს იმ ქვეყნების ვებგვერდებს ესხმიან, რომლებიც რუსეთისთვის არასახარბიელო გადაწყვეტილებებს იღებენ.

ჰაკერები ასევე აღიარებენ, რომ თავს დაესხნენ ბერლინის საავადმყოფოს შიდა ქსელს. “ბერლინის მთავარი მრავალფუნქციური საავადმყოფო გათიშულია ქსელიდან”.

ასევე, აცხადებენ იმასაც, რომ წაშალეს ბუნდესტაგის ვებგვერდი, მაგრამ ის მაინც ხელმისაწვდომი რჩება.

გერმანიის კიბერდანაშაულის სააგენტო აცხადებს, რომ ჰაკერების შეტევას ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანი შეფერხება არ გამოუწვევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g