კრემლის მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი აქტიურია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. რომ არა მისი ზღვარგადასული აქტიურობა, ის დღეს არც დაქორწინებული იქნებოდა და არც სამი შვილის დედის სტატუსი ექნებოდა. მომავალი მეუღლე ტიგრან კეოსიანი მან ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა ეს უკანასკნელი რუს მსახიობზე ალიონა ხმელნიცკაიაზე იყო დაქორწინებული. წყვილი ერთად იყო 1993 წლიდან 2014 წლამდე და მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. სწორედ 2014 წელს გაიგო ხმელნიცკაიამ სიმონიანისა და კეოსიანის საიდუმლო რომანზე.
„გალკინი გეია, რომელმაც ასაკოვან ქალზე ფულის გამო იქორწინა“ – მარგარიტა სიმონიანი
ცნობილია, რომ კეოსიანის გულის მოსაგებად სიმონიამა ყველა გზა მოსინჯა და გამოუვიდა კიდეც. სიმონიამა ერთმანეთის მიყოლებით სამი შვილი გააჩინა და ბოლოს კეოსიანთან ხელიც მოაწერა.
დღეს სიმონიანიც და კეოსიანიც კრემლის ყველაზე აგრესიული პროპაგანდისტები არიან.