უკრაინული მედია Unian-ი სახელმწიფო სტრუქტურაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსი ოკუპანტები ჩერნობილის ატომური სადგურიდან გავიდნენ. მათივე ცნობით, ოკუპანტებმა, თან წაიყვანეს ტყვეებად ჩავარდნილი უკრაინის ეროვნული გვარდიელები.
„განახლებული ინფორმაციას – ამ დროისთვის ჩერნობილის ატომური სადგურის ტერიტორიაზე უცხო პირები არ არიან“, – წერია განცხადებაში.
Unian-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა სადგურზე დასაქმებულ ადამიანებს აიძულეს ხელი მოეწერათ „ოფიციალურ“ საბუთზე, თითქოს 24 თებერვლიდან რუსეთი ობიექტს „იცავდა“.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის სადგური ომის დაწყებიდან მალევე, 24 თებერვალსვე დაიკავეს. სადგურზე მუშაობას უკრაინელი თანამშრომლები განაგრძობდნენ.