LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოკუპანტები მიკოლაივის ოლქს რაკეტებით თავს დაესხნენ

123
Untitled design

მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები მიკოლაივის ოლქს X-22 ტიპის 5 რაკეტით დაესხნენ თავს.

მისივე განცხადებით, საჰაერო თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმოს შენობა დაზიანდა.

„წინასწარი ინფორმაციით, Tu-22M3 სტრატეგიული თვითმფრინავიდან ოლშანსკაიასა და კონსტანტინოვსკაიას თემებს X-22 ტიპის 5 რაკეტა ესროლეს, დაზიანდა სამრეწველო საწარმოს შენობა“, – აცხადებს ვიტალი კიმი.

სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები