LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრე ნავალნის შესახებ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ოსკარი“ მიიღო

198
page

ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარი“ 2023-ის გამარჯვებულები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრე ნავალნის შესახებ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა  „ნავალნი“ „ოსკარი“ გადასცა. დოკუმენტური ფილმი „სი ენ ენისა“ და HBO-ს ერთობლივი პროექტია.

სცენაზე ფილმის შემქმნელებთან ერთად ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია ავიდა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ჩემი ქმარი ციხეში სიმართლის თქმის გამო ზის. ის იმიტომაა ციხეში, რომ დემოკრატიას იცავს. გამაგრდი ჩემო სიყვარულო“, – განაცხადა ნავალნაიამ.

მიშელ იეო „საუკეთესო მსახიობი ქალი“ გახდა, ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ კი წლევანდელი „ოსკარის“ ტრიუმფატორია

ცრემლები და ემოციების ზღვა – ბრენდან ფრეიზერმა პირველი „ოსკარი“ მიიღო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები