უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსი ოკუპანტების წინსვლის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა.
გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ დამპყრობლები დემორალიზებულები არიან, გახშირდა მათი მხრიდან ძარცვისა და სამხედრო კონფლიქტების წარმოების შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტები.
“ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის რეგიონებში, რუსი დამპყრობლების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხშირია ძარცვის ფაქტები და ძალადობრივი ქმედებები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ.
თავდაცვის ძალები აგრძელებს თავდაცვით ოპერაციას სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ოპერაციულ ზონებში გარკვეული ხაზების გასწვრივ.
ასევე, ქალაქ ჩერნიგოვის გმირული თავდაცვა გრძელდება. თავდაცვითი ბრძოლები მიმდინარეობს ნიკოლაევის გარეუბანშიც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლიკვიდირებულია რუსი სამხედრო მეთაური – გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი ხარკოვში მოკლეს
რუსებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები
ვიდეო: შევჩენკომ პირდაპირ ეთერში ცრემლები ვერ შეიკავა – „ახლობლები მეუბნებიან, იქ რა ხდება…კოშმარია”
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: