რუსკა მაყაშვილი „ინსტაგრამზე“ შვილების ფოტოს გვიზიარებს და წერს, რომ სურს, მშვიდ და ევროპულ ქვეყანაში იცხოვროს:
„მინდა, ჩემმა შვილებმა მშვიდ, ბედნიერ და ევროპულ საქართველოში გაიღვიძონ, სადაც ორად გახლეჩილი საზოგადოება არ იქნება, სადაც ხელს არავინ არავის დაარტყამს, სადაც განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს არ დააბულინგებს ხალხი. აზრი, არსი და ფაქტი ერთია, საქართველო ევროპაა, რუსეთი ოკუპანტია!..“
ცნობისათვის, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამ,ჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.
გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა