უკრაინის კრიზისის ფონზე, რუსმა მილიარდერებმა 32 მილიარდი დოლარი დაკარგეს. Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის თანახმად, რომელიც მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის აქტივებს აანალიზებს, უდიდესი დანაკარგი ჰქონდა გენადი ტიმჩენკოს, „სიბუარას“ და “ნოვატეკას“ დირექტორთა საბჭოს წევრს. მისი ქონება თითქმის სამჯერ, 16 მილიარდამდე, შემცირდა.
ჯამში, რუსეთის მილიარდერების სიაში 23 პირი შედის და ამჟამად, მათი აქტივების ფასი 343 მილიარდს უდრის, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისში 375 მილიარდი დოლარი იყო.
Bloomberg წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, შესაძლოა, რუსეთის მილიარდერების ქონების კიდევ უფრო შემცირება მოჰყვეს.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის მიერ 2 დღის წინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რუბლი ორ წლიან მინიმუმამდე გაუფასურდა. მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, 1 დოლარის ღირებულებამ 80 რუბლს გადააჭარბა. რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებამდე, 1 დოლარი 79,2 რუბლი (-0,7%) ღირდა. შემცირდა რუსული კომპანიების აქციების ფასიც.