ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკზე ძლიერი და ხანგრძლივი საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.
„მტერი უსტინოვკას მახლობლად ჩვენს თავდაცვაზე შტურმს ცდილობდა და ამავდროულად არტილერიით გაანადგურა ეს სოფელი და ახლომდებარე ქალაქი ლისიჩანსკი. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა უსტინოვკაში, ერთი კი – ლისიჩანსკში“, – წერს გაიდაი.
მისი თქმით, დანგრეულია 11 მაღალსართულიანი კორპუსი სევეროდონეცკში, 8 მაღალსართულიანი შენობა და კერძო სახლი, ასევე კულტურული ცენტრის შენობა ლისიჩანსკში. სახლები დანგრეულია პრივოლიეში, ნოვოდრუჟესკსა და გორნიშიც.