მარიუპოლში, რომელიც რუსეთის განცხადებით, მისი არმიის კონტროლქვეშაა, ოკუპანტებმა გახსნეს ძეგლი – ბებია საბჭოთა კავშირის დროშით.
ძეგლის ფოტოებს კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა, მათ შორის “რია-ნოვოსტი” ავრცელებს.
В Мариуполе появился памятник бабушке, вышедшей к боевикам с флагом СССР https://t.co/nTuTYaIdwr pic.twitter.com/Gl8wXvzPOR
— РИА Новости (@rianru) May 4, 2022
გუშინ, 4 მაისს უკრაინსკა პრავდამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები “აზოვსტალის” ქარხანაში შეიჭრნენ. მედია წერდა, რომ უკრაინელ მებრძოლებთან კავშირი ვერ მყარდება.
აზოვის პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, “აზოვსტალში” მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, თუმცა ჯარისკაცები ბრძანების შესრულებას აგრძელებენ და დაცვას ინარჩუნებენ.