LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ პოპასნაიაში ევაკუაციის ავტობუსს, ცეცხლი გაუხსნეს

98
ავტობუსი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ პოპასნაიაში ევაკუაციის ავტობუსს, ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისივე ცნობით, ავტობუსით 25 ადამიანი გადაადგილდებოდა.

„ეს ევაკუაცია განსაკუთრებულად და უკიდურესად საშიში იყო. ავტობუსში 22 მგზავრი იმყოფებოდა. იქვე იატაკზე საკაცით გადაჰყავდათ 25 წლის ბიჭი, რომელიც ზურგისა და ფეხის არეში იყო დაჭრილი და პარალიზებული მოხუცი ქალი”. – აღნიშნა გაიდამ.

გაიდაი ასევე განმარტავს, რომ არავინ დაშავებულა და მგზავრები ახლა უსაფრთხოდ არიან.

mazda magti 5g