LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხერსონი ღამით აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით დაბომბეს

160
აკრძალული საბრძოლო მასალა

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხერსონი ღამით აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით დაბომბეს.

მისივე განცხადებით, საბედნიეროდ, რაშისტების თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია

„რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ ქალაქის ტავრისკის უბანს. თავდასხმისთვის ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. საბედნიეროდ, რაშისტების ამ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ან ინფრასტრუქტურის განადგურება არ მოჰყოლია“, – აღნიშნა იანუშევიჩმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა აკრძალულია და მისი გამოყენება ქალაქებში ან მის მახლობლად დაუშვებელია. მათივე ცნობით, სამხედრო ობიექტებზე ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამოქალაქო ადგილებიდან დაშორებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g