ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა სოფელ შამგონაში თევზაობისას გელა როსტობაია დააკავეს და მას, სავარაუდოდ, გალში გადაიყვანენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
გელა როსტობაიას, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.
ადგილობრივების ცნობით, დაკავებული ახლა შტაბშია გადაყვანილი, შემდგომ კი, მათი ვარაუდით, გალში წაიყვანენ.