სუმის ოლქის გუბერნატორის დმიტრო ჟივიცკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, სუმის ოლქში, სერედინო-ბუდსკის დასახლება დაბომბეს. გუბერნატორის განცხადებით, 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
მისივე ცნობით, ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ ფერმას, ასევე დაზიანდა კერძო სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.