LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტენმა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბეს

136
Untitled design (3)

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.

„დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზოლოჩივის თემის სოფელ პეტროვკაში 67 წლის ქალი დაბომბვის შედეგად დაიღუპა. დარტყმა მოხდა სამეურნეო შენობებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე. დღესვე ვოლჩანსკი ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ იყო. ხუთსართულიან კორპუსსა და კერძო სახლში დარტყმა MLRS-დან დაფიქსირდა. დაშავებულია 49 წლის კაცი. ის ჰოსპიტალიზებულია და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, –  აცხადებს სინეგუბოვი.

სარაკეტო შეტევა განხორციელდა ასევე ზაპოროჟიეს ოლქშიც.

„დღის განმავლობაში მტერმა 5 საჰაერო დარტყმა განახორციელა თავდაცვის ძალების პოზიციებზე, სარაკეტო შეტევა კი ზაპოროჟიეს ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მათ [რუსულმა ძალებმა] 20-ზე მეტი შეტევა განახორციელეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევის განხორციელებაზე. მტერი ატარებს წარუმატებელ შეტევით ოპერაციებს ზაპოროჟიეს, ავდეევკას და ლიმანის მიმართულებით“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g