LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ზაურ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

140
კულტურა

2 აპრილს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, გამოჩენილი ქართველი პოეტისა და ჟურნალისტის, ზაურ ბოლქვაძის, ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე და ლექსო დორეული უძღვებოდნენ. საღამოს რეჟისორი იყო თინათინ კორძაძე. ღონისძიებაზე ზაურ ბოლქვაძის ლექსები წაიკითხეს მსახიობებმა: მურმან ჯინორიამ, ნანა ფაჩუაშვილმა, მარინა კახიანმა, კახა მიქიაშვილმა, თორნიკე მიქაძემ. მუსიკალური ნომრები შეასრულეს: ელისო ბოლქვაძემ, ნინო გულიაშვილმა, თამუნა ჩაგანავამ, ნეკა სებისკვერაძემ.

2 აპრილს ზაურ ბოლქვაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. მან 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ჟურნალების – „ცისკრისა” და „ნიანგის” თანამშრომელი, ჟურნალ „პირველი სხივის” პასუხისმგებელი მდივანი, „ნიანგის ბიბლიოთეკის” სერიის სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებთა კრებულებისა და ბუკლეტის – „ნიანგი გზაჯვარედინზე” – რედაქტორი.

გამოცემულია ზაურ ბოლქვაძის პოეტური კრებულები: „ღელვის დასაწყისი” (1961), „ლექსები”(1964), „საქართველოს სასიცოცხლოდ” (1975) და სხვ. იგი ავტორია სატირულ-იუმორისტული მოთხრობებისა. თარგმნა ტარას შევჩენკოს, ნიკოლოზ ტიხონოვის, ბელა ახმადულინას, იანკა კუპალას ლექსები. პოეტის ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ უცხო ენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები