LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება – გადაადგილება რამდენიმე საათით შეიზღუდება

156
რუსთაველის გამზირი

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, 20 აპრილის 03:00-დან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. რუსთაველის გამზირის დროებითი გადაკეტვის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მძღოლები ლესია უკრაინკას, ტარას შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და 9 აპრილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან შოთა რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ ავტომობილებს, გადაადგილებას შეძლებენ ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები