თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ახალგაზრდა ქალს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.