რუსთაველის გამზირზე დღეს „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. პარლამენტის წინ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება.
მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
„ქართული ოცნები“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე სიტყვით გამოსვლები 20:00 საათიდან არის დაგეგმილი. გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.