LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის დირექტორი პაატა სალია გახდა

925
BeFunky-collage-5-1-11

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორად ნიკა გვარამიას ნაცვლად პაატა სალიას დანიშვნის შესახებ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა. განცხადება დირექტორის ცვლილებაზე რეესტრში დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა.

მანამდე რეესტრმა “რუსთავი 2”-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა. 

„რუსთავი 2“ რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა (დოკუმენტის ფოტო)

ამ ეტაპისთვის არხის გენერალურ დირექტორად კვლავ ნიკა გვარამია წერია.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა.

ეს გადაწყვეტილება არის შოკისმომგვრელი და სამართლებრივად სკანდალური - ნიკა გვარამია

მიუკერძოებლობაში ვერნაიარ ეჭვს ვერ შევიტანთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მივაწეროთ აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება.

ვინ არის პაატა სალია – რუსთავი 2-ის შესაძლო დირექტორი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g