LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის პაატა სალია – რუსთავი 2-ის შესაძლო დირექტორი?

6278
1473061544

“რუსთავი 2”-ის დირექტორის პოზიციაზე შესაძლოა ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლოს.

“ფორტუნა” შეეცადა გაერკვია, ვინ არის სალია, რა ბექგრაუნდი და განათლება აქვს მიღებული.

როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან დევნილ ადვოკატს 15-წლიანი წარმატებული კარიერა აქვს. მისი პრაქტიკა მოიცავს როგორც ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან მუშაობას, ასევე გამოცდილება აქვს ფინანსურ და ბიზნეს სექტორებში, ენერგეტიკის ჩათვლით.

სალია 4 ენას ფლობს – ინგლისურს, ფრანგულს, ბერძნულსა და რუსულს. განათლება ჯერ საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტში მიიღო [2006-2009 წლებში], შემდეგ კი მაგისტრის დიპლომი ჩიკაგოში, კენტის სამართლის უნივერსიტეტში აიღო.

 

კომპანიები სადაც მისი სახელი ფიქსირდება: 

შპს “გაბუნია და პარტნიორების” წილის მფლობელია, დიმიტრი გაბუნიასა და ფრიდონ მჭედლიძესთან ერთად.

ასევე ხათუნა პაიჭაძესთან და დიმიტრი გაბუნიასთან ერთად შპს “სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის ცენტრის” წილშია. ამასთან 50%-იან პარტნიორობაშია შპს “ჯი ეს ლიგალ საქართველოში”.

 

ოჯახი 

ადვოკატს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. ქეთევან ჯელაძე, სალიას მსგავსად აფხაზეთიდან დევნილი ადვოკატია და დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტი. ახლა კი ქართული იურიდიული ფირმის თანამშრომლობის მმართველი პარტნიორია მაია მესხთან ერთად.

 

 

შეგახსენებთ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს უბრუნდება.

ხალვაშმა დღეს განაცხადა, რომ კომპანიაში არაფერს და არავის შეცვლის გარდა მისი მმართველი ნიკა გვარამიასი.

“მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას – უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია,” – აღნიშნა ხალვაშმა.

არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა ნიკა გვარამია ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას – ქიბარ ხალვაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები