LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის საქმე – პოლიტიკური სარჩული თუ კერძო დავა?

55

რუსთვი ორის საქმეში პოლიტიკური ჩარევის ნიშნები არაერთხელ გამოჩნდა, ამის შესახებ მედიაექსპერტმა, თამარ ხორბალაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ერთერთი ნიშანი არის ის სისწრაფე, როგორც სასამართლო საქმეს განიხილავს.

“წინასაარჩევნო პერიოდია და არაერთი განცხადება გაკეთდა, თუნდაც ყოფილი პრემიერმინისტრის მხრიდან, რომელიც ხშირად აკეთებს მინიშნებას, რომ ხელისუფლებას აქვს ინტერესი ამ მედიასაშუალების მიმართ. იგივე პროცესები მიმდინარეობს მაესტროს ირგვლივ, იცით, რომ დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს “საქმიანი დილის” ავტორი და წამყვანი, გიორგი ისაკაძე” – განაცხადა თამარ ხორბალაძემ.

მედიაექსპერტი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციური მედიასაშუალების არსებობა, რომელსაც დიდი დაფარვა აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ხორბალაძე რუსთვი ორისა და მაესტროს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში ხედავს კავშირს და ამბობს, რომ პროცესები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არის მიმართული.

“ყველაზე კრიტიკული ბიზნესგადაცემის ხელმძღავანელი გაუშვეს მაესტროდან. არხის დამფუძნებლებმაც გააკეთეს განცხადებები, რომ მაესტროზე ხელისუფლების კონტროლი, ფაქტობრივად, უკვე დამყარებულია. ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქართული მედია ძალიან მძიმე სიტუაციაში იქნება. რაც ნიშნავს, რომ წინასარჩევნო პერიოდი ნაკლებკონკურენტულ გარემოში ჩაივლის. ეს კი ქვეყნის დემოკრატიას დიდ დარტყმას მიაყენებს” – განაცხადა თამარ ხორბალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g