LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2 -ის იურისტი მოულოდნელად სამსახურიდან გაუშვეს – რა უთხრა თამთა მურადაშვილმა რადიო “ფორტუნას”

4561
murada

თამთა მურადაშვილი, რომელიც რუსთავი 2-ის ადვოკატი იყო სტრასბურგის სასამართლო პროცესებშიც ჩართული იყო, სამსახურიდან გაუშვეს.

რადიო “ფორტუნა” თავად თამთა მურადაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ეს შეტყობინება დღეს ტელევიზიის ეც არ მენეჯერისგან მიიღო.

“პარასეკვს სალიასგან (რუსთავის 2-ის დირექტორი) დასტური მქონდა შვებულებაზე, ერთი თვით გავდიოდი შვებულებაში, დღეს კი მეილზე HR მენეჯერისგან მივიღე მეილი, რომ არც შვებულება მეკუთვნის და დღეიდან ტელეკომპანიასთან ხელშეკრულებაც შეწყვეტილი მაქვს. მიზეზებს რაც შეეხება და სხვა დეტალებს, ვაპირებ, დღეს მივიდე ტელევიზიაში და ჩავიბარო ოფიციალური დოკუმენტი”, – აცხადებს მურადაშვილი ჩვენთან საუბარში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g