LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2-ის“ საქმეზე სიახლე გვაქვს – როგორც იქნა, პროცესი დაინიშნა: კახა კოჟორიძე

137
კოჟორიძე, დვალი, აქიმიძე

“რუსთავი 2-ის“ საქმეზე სიახლე გვაქვს – როგორც იქნა, პროცესი დაინიშნა. საქმის განხილვა გაიმართება ა.წ. 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი, კახა კოჟორიძე წერს. მისი სიტყვებით, რამდენიმე დღეში საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ეცოდინება.

“ამ საქმეზე სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტელეკომპანია  მის დამფუძნებლებს – აქიმიძეს და დვალს დაუბრუნდება!!!“ – წერს სოციალურ ქსელში კახა კოჟორიძე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში სასამართლოში დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი – პაატა კარსანიძისა და ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ, კვლავ შეიტანეს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და „რუსთავი 2-ის“ 60%-ს ყადაღა დაედო.

საქმე ეხება ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელს, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ასევე საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის შესახებ.

კახა კოჟორიძის ეს სარჩელი დვალი-აქიმიძის სახელით სასამართლოში ერთხელ უკვე შეიტანა, თუმცა პირველ ეტაპზე მოსამართლემ განხილვის გარეშე დატოვა.  17 იანვარს სასამართლომ “რ2”-ის საქმეზე განცხადება გაავრცელა, რის შემდეგაც კოჟორიძის თქმით, მათ სარჩელი  სასამართლოში ხელმეორედ შეიტანეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებმა 2021 წლის 19 მარტს საქალაქო სასამართლოში დამატებითი სარჩელი შეიტანეს. სარჩელი „რუსთავი 2-ის“ გასხვისების აკრძალვაზე სასამართლოს უარს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g