რუსთავი 2-ზე გრანდიოზული მეგაშოუ “დიდი სცენა” დაიწყო. პროექტის წამყვანები, როგორც მანამდე დაანონსებული იყო, თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი არიან. რაც შეეხება ჟიურის, მონაწილეებს სამკაციანი ჟიური შეაფასებს. ესენი არიან: მომღერალი და მუსიკოსი ნატო მეტონიძე, მუსიკოსი და არტისტი გიორგი ცაგარელი, ქართული თანამედროვე მუსიკის ავტორ-შემსრულებელი სალომე კორკოტაშვილი.
მეგაშოუს პრემიერა რუსთავი 2-ზე დღეს შედგა. შოუ ტელეარხზე ყოველ კვირას გავა ეთერში.
კონკურსანტები მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ. მაყურებელი ნახავს 11 საინტერესო ეპიზოდს, მათ შორის იქნება 3 შესარჩევი ტური და 8 საკონკურსო კონცერტი.
ნახევარფინალში ხუთი კონკურსანტიდან ჟიური და მაყურებელი სამ ფინალისტს ერთად გამოავლენს – “დიდი სცენის“ გამარჯვებული კი მხოლოდ მაყურებლის რჩეული გახდება.
სანამ მეგაშოუ ეთერში გავიდოდა “ფორტუნა” მის წამყვანებს ესაუბრა. ნახეთ ინტერვიუ. „რუსთავი 2“-ის ახალ მეგაშოუს „დიდი სცენა“ თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი წაიყვანენ
https://www.facebook.com/rustavi2/videos/788726211643925/