LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი2“ არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო არის სამართლიანი – ირაკლი კობახიძე

93
1200px-Irakli_Kobakhidze_and_Volodymyr_Groysman_07

„რუსთავი2“ არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებსწართმეულ ქონებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“ დასკვნითი შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ის პარტია და ის ტელევიზია ახორციელებს, რომელთაც რევანშის დაუოკებელი სურვილი აქვთ.

„რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობას, ნდობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა, სასამართლო არ არის პოლიტიკური ორგანო. ნდობა სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიერ უნდა ყალიბდებოდეს თავისთავადი პროცესით და არა კამპანიების საფუძველზე. თუ გინდა, ვინმეს ნდობაზე საუბრობდე, სატელევიზიო კლიპებს არ უნდა ატრიალებდე კონსტიტუციური ორგანოს, სასამართლოს წინააღმდეგ. კლიპის ტრიალი რას ნიშნავს იცით? ნდობის მოქმედი დონე არ მოგწონს და 2 წლის განმავლობაში კლიპებს ატრიალებ იმისათვის, რომ ნდობის ხარისხი დაბლა დაწიო. 2 წლის თავზე, საუბრობ ამ ორგანოს ნდობაზე. სატელევიზო კლიპი, რომ დაატრიალო, ნებისმიერი ორგანოს ნდობის შელახვა შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ, ვინ აწარმოებს მიზანმიმართულ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ. რომელი პარტიაა ეს, რომელი ტელევიზიაა. ეს არის ზუსტად ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელსაც აქვს რევანშის დაუოკებელი სურვილი. „რუსთავი2“ არის შესანიშნავი საქმე, ყველამ იცის, რა მოხდა „რუსთავი2“-ში, ყველამ იცის ბატონო გიგა, როგორ წაართვით კანონიერ მესაკუთრეს „რუსთავი2“. მართალია, ნაწილობრივ არის თქვენი ოპონენტი „ნაცმოძრობა“, თუმცა, მაინც ერთად ხართ, ეს ჩანს კარგად დღევანდელი სურათიდანაც. დღემდე „რუსთავი2“ მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაშია, იყო კანონიერი მფლობელის საკუთრებაში, დღეს „რუსთავი2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში. ერთადერთი, რაც სასამართლომ თქვა, 9 მოსამართლემ სხვათა შორის, რომელიც დღესაც არის წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში, ცხრავე მოსამართლემ ერთხმად თქვა, რომ სააკაშვილმა უკანონოდ დაიპატრონა „რუსთავი2“. ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ რომ ეს იცის ქართველმა ხალხმა. სტრასბურგი თუ გაინტერესებთ, სტრასბურგს არსად არ უთქვამს, რომ გადაწყვეტილება უკანონო იყო.

კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თქვენს მიერ წართმეული კიდევ ბევრი ქონება უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, „ნაცმოძრაობა“ თავისი რევანშისტული მიდგომებით უნდა ჩაბარდეს წარსულს“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g