თავისუფლების მოედანზე 18:00 საათისთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციისთვის ემზადებიან.
კონტრაქციის წარმომადგენლები ცოცხებით ახლა უკვე რუსთავიდან თბილისისკენ მომავალ სამარშრუტო ტაქსებს დახვდნენ.
როგორც ცნობილია, სამარშრუტო ტაქსებით “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები თბილისისკენ მოემართებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” აქტივისტები სამარშრუტო ტაქსებსა და ავტომობილებს ცოცხებს ურტყამდნენ და სკანდირებდნენ.
თბილისისკენ მომავალ კოლონებს ქუთაისში ცოცხებით აცილებენ
ანა წითლიძე: ფსკერიც კი აღარ ქვია ამას, სამტრედიასთან გზა გადაგვიკეტეს, 30 კაცია ცოცხებით