ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში კოლონების თბილისისკენ წამოსვლის შეფერხებაზე წერს.
ანა წითლიძის თქმით, კოლონები სამტრედიასთან შეაჩერეს და გზა გადაკეტეს.
„სამტედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეტეს. 30 კაცია ცოცხებით, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა და ზაზა პროკოპენკო, მამუკა თოლორაია.
აი, ფსკერიც კი აღარ ქვია ამას, რაც თქვენ ჩაიდინეთ მეგობრებო. აღარ ეშინია და ვერ გააჩერებთ ამ ხალხს ❤️ “. – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტოკოლონა ზუგდიდიდან დედაქალაქისკენ დაიძრა.
სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისში ზუსტად, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.