რუსთავის აზოტის საწარმოს ადმინისტრაციის შეთავაზებას გაფიცული თანამშრომლების ნაწილი დათანხმდა, თუმცა საწარმო ამ დრომდე სრული დატვირთვით ჯერ ვერ მუშაობს.
თანამშრომლების ნაწილი რუსთავის აზოტის ადმინისტრაციის შეთავაზებას ხელფასის 125-250 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით კვლავ არ თანხმდებიან.
ამასთან, ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, არ დაუკავოს გაფიცულ თანამშრომლებს გაფიცული დღეების განაცდური. ასევე, ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ უკლებლივ ყველა თანამშრომლებს ჩაურიცხოს აღდგომასთან დაკავშირებული 50-ლარიანი წამახალისებელი პრემია.
“რუსთავი აზოტის” თანამშრომლების ნაწილი უკვე მეექვსე დღეა გაფიცულები არიან. დასაქმებულებს ხელფასის 50 პროცენტით გაზრდა სურთ.