რუსთავის ნომერ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იკრიბებიან.
პარტიის წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, დღეს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პირველი აქცია ჩატარდება.
ცოტა ხნის წინ ციხესთან მიიტანეს სცენის მოსაწყობი კონსტრუქციები, სადაც პარტიის წევრები და მხარდამჭერები სიტყვით გამოვლენ.
სიტყვით გამოსვლა 15:00 საათზე დაიწყება.
ციხესთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.