რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო. მოზარდი ძმასთან და მეგობრებთან ერთად იყო პარკში.
არსებული ინფორმაციით, ის ტბაში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მაშველებმა ცხედარი უკვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს.
შსს-ს ინფორმაციით საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული.