ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსის მშენებლობა გრძელდება.
სპორტული კომპლექსი ორსართულიანი იქნება და მასში 1500 მაყურებელზე გათვლილი დახურული სპორტული დარბაზი მოეწყობა. სპორტული დარბაზის და კომპლექსის სხვადასხვა სივრცეების გამოყენება შესაძლებელი იქნება სპორტის ისეთი სახეობებისთვის, როგორებიცაა: კრივი, კალათბურთი, ხელბურთი, მინი ფეხბურთი და სხვა
შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს, გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი და დასასვენებელი ოთახების და სველი წერტილების მოწყობა, იქვე განთავსდება ღია კაფე, სპორტული მაღაზია, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა.
იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც, რომელთა გასწვრივ გარე განათების ლამპიონები, დასაჯდომი სკამები და სანაგვე ურნები დამონტაჟდება, მიმდებარე ტერიტორია კი გამწვანდება.
სპორტული კომპლექსის პროექტი საერთაშორისო ფედერაციების (FIBA, IHB, FIVB) სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 19.3 მილიონ ლარია.