რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 11 წლის ბიჭი გადმოვარდა. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.
მოზარდი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.