გუშინ გვიან ღამით, რუსთავში 13 წლის გოგონა საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკა, ”რუსთავში” აღმოუჩინეს. შემდეგ კი, თბილისში გადმოიყვანეს და იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის გოგონა საკუთარ ბინაში, მესამე სართულზე, აივანზე იდგა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და აივნიდან გადმოვარდა.
მედიკოსების ცნობით, ამ ეტაპზე მოზარდი კონტაქტურია. მას კიდურების არეში მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. ამ ეტაპზე გოგონა კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.