LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, 21 წლის ცოლის და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს – მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

273
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ კვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული გ.ფ დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე – 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა – 1976 წელს დაბადებულ ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა.

„5 გასროლის ხმა იყო… ვნახეთ 2 გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა“ – რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

„სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

„ინგა მშრომელი გოგო და მრავალშვილიანი დედა იყო, შვილები წვა­ლე­ბით გა­ზარ­და, ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნე­თის პატ­რო­ნე­ბი იყ­ვნენ“ – რას ჰყვებიან რუსთავში მოკლულ დედა-შვილზე

მკვლელობა რუს­თავ­ში, დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე დღეს მოხდა. მა­მა­კაც­მა ცოლი და სი­დედ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g