რუსთავში ბანკის გენერატორი გაძარცვეს.
როგორც “ინფო რუსთავი” წერს, მეგობრობის გამზირზე ერთ-ერთი ბანკის გენერატორი მაშინ გაძარცვეს, როცა ის ჩართული იყო.
წაღებულია ძვირფასი ლითონი.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტზე ორი არასრუწლოვანი ამხილეს.