LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი ბრუნდება

242
რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი ბრუნდება

9 დან 19 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მეხუთედ გაიმართება.

ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია და რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება. რიგით მე-12 ფესტივალი 9 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე  რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე რუმინელი რეჟისორის ანტონელა კორნიჩის მიერ დადგმული სპექტაკლის ,,ფრინველები“ პრემიერით გაიხსნება. ფესტივალი 10 დღის განმავლობაში 7 თეატრის დასს უმასპინძლებს. პროგრამაში კი 10 სპექტაკლია წარმოდგენილი. კომედიის ფესტივალის არსებობის მანძილზე პირველად, გასულ წელს დაწესდა ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის პრემია რომელიც საუკეთესო მსახიობს გადაეცემა. გამარჯვებულს თეატრალებით დაკომპლექტებული პროფესიონალი ჟიური გამოავლენს.

ფესტივალის პროგრამა:

9 ნოემბერი – „ფრინველები“ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი – რეჟ: ანტონელა კორნიჩი.

10 ნოემბერი – „საშიში კომედია“ სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი – რეჟ: ოთარ ქათამაძე;

12 ნოემბერი – „და რა შუაშია აქ თაგვი“ – რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი – რეჟ: ტარიელ კუბლაშვილი;

13 ნოემბერი – იმერული რექვიემი“ – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – რეჟ: გიორგი თავაძე;

14 ნოემბერი – „თავისუფალი წყვილი“ – ილიაუნის თეატრი – რეჟ: ვანო ხუციშვილი;

15 ნოემბერი – „უცნობები“ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი – რეჟ: გიორგი სულთანიშვილი;

16 ნოემბერი  – „ზღვის თეატრი“ – გიორგი რატიანის სახელობის მოზარდამყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – რეჟ: ალექსანდრე ელოშვილი;

17 ნოემბერი – „მილიონერი ნეაპოლი“ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი – რეჟ: გოჩა კაპანაძე;

18 ნოემბერი – „თეთრი ვარდები“ – თავისუფალი თეატრი – რეჟ: ავთო ვარსიმაშვილი;

19 ნოემბერი – „მშვიდობით თემურ“-  თავისუფალი თეატრი – რეჟ: ზურაბ გეწაძე;

კომედიის თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერია რუსთავის მერია!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g