LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

240

”ბარამბინოს” ყოველწლიური ნაყინის ფესტივალი 25 ივნისს, 18:00 საათზე ქალაქ რუსთავში – მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ადგილზე მისულ პატარებს დახვდებათ გასართობი შოუ-პროგრამა, ”ბარამბინო”, საყვარელი ზღაპრის გმირები, ანიმატორები, რომლებიც მათ განწყობაზე იზრუნებენ, ასევე დრამერების შოუ. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ბავშვებს  შესაძლებლობა ექნებათ გაერთონ სხვადასხვა თამაშით: მაგიდის ჰოკეით, გასაბერი ბატუტებით, სახეზე მოხატვით.

კომპანია ”ბარამბოს” ინფორმაციით,  ფესტივალს დაესწრებიან რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის ბენეფიციარები, ბავშვები, რომელთაც საჩუქრები და ტკბილეული გადაეცემათ. ღონისძიების ბოლოს ყველა პატარა სტუმარს ”ბარამბინო”  ნაყინით გაუმასპინძლდება.

”ბარამბინოს” ნაყინის ფესტივალი წელს ასევე გორში, ქუთაისსა და ფოთში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები