LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავში პიროტექნიკის გამოყენების გამო სამმა ადამიანმა თითები დაკარგა, მათ შორის 16 წლის მოზარდია“ – როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

235
ing

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით კლინიკაში „რუსთავი“ 8 პაციენტი შეიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ კლინიკის ქირურგმა მინდია ბოცვაძემ განუცხადა, დაზარალებულებს შორის არის 2 არასრულწლოვანი. ერთმა არასრულწლოვანმა პიროტექნიკის გამო ორი თითი დაკარგა.

„არასრულწლოვნებს შორის არიან 6 და 16 წლის მოზარდები. 16 წლის მოზარდმა 2 თითი დაკარგა. კლინიკაში შემოყვანილი პაციენტებიდან კიდევ ორმა, ორ-ორი თითი დაკარგა.

მათი მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე კლინიკაში 6 პაციენტი რჩება, დღეს უმეტესობას სახლში გავწერთ. დიდი ალბათობით, დღესვე გავწერთ ორივე მოზარდს“, – განუცხადა „ფორტუნას“ მინდია ბოცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები