რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში მეზობელმა სამკერვალოს უჩივლა. ქალს საკერავი მანქანის ხმა აწუხებდა.
როგორც “ინფო რუსთავს” რუსთავის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, ობიექტი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული, მომჩივანი კი მესამე სართულზე ცხოვრობს.
მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ადგილზე დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, სამკერვალოში, სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ხმა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.
წყარო: ინფო რუსთავი