რუსუდან ფეტვიაშვილი ინტერნეტ პლატფორმასთან GrlzWave საუბრობს თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მძიმე ეპიზოდზე 90-იანი წლებიდან, რომლის შემდეგაც მან თმის გადაპარსვა გადაწყვიტა:
„მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა შემოთავაზება, რომ კანადაში წავსულიყავით. იმ დროს ქვეყანა არ დავტოვეთ. პირადად ჩემთვის დიდი ტრავმა იყო, რომ ჩემი ახლობლები, ვისაც ჰქონდა საშუალება, ქვეყნიდან მირბოდნენ. მე ასეთი გრძნობა მქონდა, რომ ვრჩები მარტო. იმდენად გამიჭირდა, რომ თმა გადავიპარსე, პირდაპირ მაკრატლით ავიჭერი, ზოლებად… დიდი დეპრესიის მოხსნა მინდოდა ამით…“