LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან ფეტვიაშვილი მეუღლის გარდაცვალებაზე: „ექვსი თვე ვედექი საავადმყოფოში თავზე… როცა მეგონა, რომ ვუშველე, მაშინ გამომეცალა ხელიდან…“

2035
fetviashvili

ცნობილი ქართველი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი გარდაცვლილი მეუღლის, თემურ ბადრიაშვილის შესახებ ბაია დვალიშვილს უყვება გადაცემაში და ამბობს:

„მე და ჩემი მეუღლე ზუსტად 33 წელი ვიყავით ერთად. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ყველაზე უფრო საყვარელი, ვისაც აბსოლუტურად ვენდობოდი, რა ჩემი საკუთარი თავი და რა ის ადამიანი, ერთი ღერძის გარშემო ვტრიალებდით. სხვადასხვა ხასიათი გვქონდა. 16 წლის ვიყავი, როცა თემო გავიცანი. ჩემთვის მისი გარდაცვალება შეუვსებელი, დიდი დანაკლისია. მისგან განცალკევებულად არ ვგრძნობ თავს, ის მუდმივად ჩემს გულშია. რომ წავიდა, მივხვდი, რამდენი რამ იყო მასზე. ეს ჩვეულებრივად აღიქმებოდა. რამდენ წვრილმან რაღაცაზე ვიყავი მასზე დამოკიდებული და მეგონა, რომ ეს თავისით კეთდებოდა. ჩუმად და უპრეტენზიოდ გაკეთებული სიკეთე იყო, რასაც ვერ ვხედავდი. მაშინაც მადლობელი ვიყავი, მაგრამ მერე მივხვდი, რა დიდი მნიშვნელობის ტვირთს მაცილებდა, რაც ჩემთვის ძნელი სათრევი იქნებოდა.

იმდენ რამეს ვნანობ, ვერ გამოვხატე… არ ჰქონდა ისეთი მხარდაჭერა ჩემგან, როგორიც მე – მისგან. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე ახალგაზრდა, 55 წლის დიდი ტანჯვით წავიდოდა ამ ქვეყნიდან. ასეთ ტანჯვას მტერს არ უსურვებს ადამიანი. ძალიან გაწვალდა. ძალიან რთული გადასატანი იყო ჩემთვის. დღესაც კი ნელ-ნელა მოვდივარ გონებაზე. თავზე ვედექი საავადმყოფოში. იმედი მქონდა, რომ გამოვქაჩავდი. ექვსი თვე ფაქტობრივად იყო მომაკვდავი. იმდენი ძალისხმევა და ენერგია მქონდა ამაში ჩადებული, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვუშველიდი. უკვე რომ მეგონა, რომ ვუშველე, ზუსტად მაშინ გამომეცალა ხელიდან… ეს იყო ჩემი ახლობელი ადამიანი, სულის ნაწილი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g