LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან გოცირიძე: „დახოცილი და ნაწამები ადამიანების ფოტო უნდა ედოს ყველა კომუნალური გადასახადის ქვითარს, სადაც სახლები რუსული გაზით თბება…“

738
rusudan-gociridze

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშულებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამგვარ შეფასებას გვთავაზობს:

„ჰოლოკოსტის მერე ბევრს ჰქონდა გასასამართლებელი – არ ვიცოდიო. გერმანიაშიც კი, არა თუ დანარჩენ მსოფლიოში, ადამიანებს ეგონათ, რომ ბანაკები, რომლებშიც ებრაელები ჰყავდათ, იყო საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, „გამაცივილურებელი“… არც ამდენი ტელევიზია იყო და არც ამდენი ინფორმაცია და მართლა არავინ იცოდა, რა ხდებოდა… არც სტალინის მსხვერპლებზე ვიცოდით… გოლოდომორი რამდენი ათწლეული სრულებით გასაიდუმლოებული ამბავი იყო და ჩვენც კი, მათმა მეზობლებმა ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა…

დღეს, როცა საშინელებებს ლაივ რეჟიმში ვუყურებთ, როცა თითქმის ყველა გარდაცვლილის, ყველა ნაწამების, ყველა დაჭრილისა და დასახიჩრებულის დათვლა შეგვიძლია… არავის გვაქვს გასასამართლებელი არც ერთ ქვეყანაში, ვერავინ ვიტყვით, – „მე მომკლეს, ბაბუაო“…

აი, სიგარეტის მავნებლობის რეკლამებივით, უნდა დახოცილების და ნაწამები ადამიანების ფოტო ედოს ყველა კომუნალური გადასახადის ქვითარს, სადაც სახლები რუსული გაზით თბება – „ძვირფასო მომხმარებელო, ამ თვის თქვენი ოჯახის თბილი ცხოვრება ღირს ორი გაუპატიურებული ქალი, ერთი ზურგზე ხელებშეკრული დახვრეტილი და ერთი ობოლი ბავშვი. გმადლობთ, რომ სარგებლობთ გაზპრომის მომსახურებით”.

mazda magti 5g